Logo

ნიკა მელიას ბანერზე სროლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან განხორციელებულ სროლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები