“ნიკა მელიას დაკავება არის ყველაზე დიდი შეცდომა”

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი იწყება ახლა და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში, ამ კადრებს ნახავს მსოფლიო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„ნიკა მელიას დაკავება არის ყველაზე დიდი შეცდომა, წინააღმდეგობა იყო მშვიდობიანი, წინააღმდეგობა გრძელდება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ "იმედთან".
ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
თაგები:





