“ნიკა მელიას დაკავება ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება “ქართულ ოცნებას”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავება "ქართულ ოცნებას" მძიმე ფასად დაუჯდება.
"ნიკა მელიას დაკავება ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება "ქართულ ოცნებას", ამაში ორი აზრი არ არის და თავადაც კარგად ხვდებიან. იმიტომაც არიან ახლა გამოსავლის ძიებაში, ამიტომ მუსირებდა გუშინ მთელი დღე, რომ გირაოს ვინმე გადაიხდის. ეს იყო მათი ოცნება, დარწმუნებული ვარ, რომ მზად ყავდათ ასეთი ადამიანი, მაგრამ ჩვენ ეს სქემა გავშიფრეთ და ჩაუვარდათ ეს საქმე.
თუ გადაწყვიტეს ნიკა მელიას დაკავება, არავინ აპირებს რომ ტაშით შეეგებოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. უკანონობას რაღაც უნდა დაუპირისპირო არ შეიძლება თავჩაღუნულმა მისდიო რა გადაწყვეტილებას გამოგიტანს "ქართული ოცნება", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს