“ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამძაფრებს ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას”

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ეხმაურება.
"ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამძაფრებს ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას და მეტად შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტის შესახებ მოლაპარაკებებს. მთავრობამ უნდა გაანეიტრალოს მდგომარეობა და ხელახლა დაიწყოს მოლაპარაკებები", – წერს იან კელი "ტვიტერში".
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
თაგები:





