
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოს გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უსირცხვილოდ ამბობებ, რომ გირაო ძალაშია, გადაიხადოს და გამოვა, მის ხელშია თავისუფლების გასაღები – ამგვარ სისულელეებს ვისმენთ. დღეს პროკურატურას მოუწევს ან დააყენოს ისევ პატიმრობა, რითაც გამოჩნდება, რომ არანაირი გირაო არ არსებობს და უბრალოდ იტყუებიან, ან მოუწევს გირაოს დაყენება, რაც ნიშნავს ნიკას გათავისუფლებას, იმიტომ, რომ არ არსებობს მის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენების კანონიერი შესაძლებლობა. ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, ეს უდავოა", – განაცხადა უგულავამ.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყო, დღეს გახდება ცნობილი გათავისუფლდება თუ არა ის.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს