
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შუამავლის როლი შეასრულა მედიატორის თხოვნით და საიას ანგარიშის გავლით, ნიკა მელიას გირაო სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩაირიცხება.
"ნიკა მელიას გირაოს თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის, ხოლო ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ და ხელისუფლებას გადავეცით ეს თანხა იმისათვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ჩვენი გავლით მომხდარიყო და მისულიყო ეს თანხა ბიუჯეტამდე. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა, ეს მედიატორის თხოვნა იყო, რომ გირაოს თანხა, ისეთი ორგანიზაციების გავლით ჩარიცხულიყო ბიუჯეტში, რომლებიც მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. ეს თანხა გადახდილია, დაახლოებით ერთი საათის წინ გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან"- აცხადებს სიმონიშვილი.
ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს