“ნიკა მელიას, მის ოჯახს ან პარტიას შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და გამოიყვანონ ციხიდან”


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ნიკა მელიას საქმესაც შეეხო.
ღარიბაშვილის თქმით, მისი პოზიცია იყო და დღესაც უცვლელია – მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და ამ გზით გაათავისუფლონ ის.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, გამოიყვანონ ციხიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
