Logo

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა იმართება

საზოგადოება
383
Frontnews image description

ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქციები გრძელდება. ამ წუთებში სხვადასხვა წერტილიდან ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა იწყება, მათ შორის, ერთი ადგილი, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, გლდანის რაიონი და ნიკა მელიას საარჩევნო შტაბია.

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და აქტივისტები გლდანის რაიონის გამგეობიდან საპროტესტო მსვლელობის გაგრძელებას ნაძალადევის გამგეობასთან აპირებენ, რის შემდეგაც მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებს.

მსგავსი მსვლელობა ასევე ავლაბრის მეტროდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით არის დაწყებული.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, არ არის გამორიცხული, რომ მათ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ.

თაგები:

Advertisement