ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პროკურატურამ ბრალი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარუდგინა.
აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით შესაძლოა, დღესვე იმსჯელონ.
ნიკა მელია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 2 აპრილს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე მან უარი განაცხადა.
კანონმდებლობის თანახმად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა 349-ე მუხლით ისჯება, რაც ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა მელია