Logo

“ნიკა მელიას “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტზე უბრალოდ ეღიმება”

Frontnews image description

თამარ კორძაიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა. კორძაიამ განმარტა, რომ ნიკა მელიას, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტზე უბრალოდ ეღიმება.

"ნიკა ფიზიკურად არის ძალიან კარგად, მორალურად არის შემართებით და მთხოვა, რომ მადლობა გადამეცა ყველა ადამიანისთვის, ვინც ელოდება მის გათავისუფლებას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში და ვინც ახლაც მუშაობს იმისათვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან მისი ღირსების დაცვით და ღირსეული გამოსავალი მონახონ ამ პროცესში. 

რაც შეეხება ამნისტიას, მას გაეღიმა "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი. ის თვლის, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და ნიკა მელიას არ სურს აიღოს მორალური პასუხისმგებლობა 20 ივნისის დამნაშავეებთან მიმართებაში. ხელისუფლება ჰყავს მას ამ შემთხვევაში მხედველობაში.

ვფიქრობთ, რომ ნიკა მელია განთავისუფლდება. "ქართული ოცნება" ვერ გავა შეთანხმებიდან, მას შეთანხმებაზე ხელის მოწერაც არ უნდოდა, ის იძულებული გახდა, რომ ხელი მოეწერა. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი მოძალადე ხელისუფლებაა და ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას. "ქართული ოცნება" აუცილებლად დაასრულებს ცუდად თავის საქმიანობას", – განაცხადა კორძაიამ.

თაგები:

Advertisement