Logo

“ნიკა მელიას როლი დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში არის უკიდურესად პოზიტიური და გადამწყვეტიც კი”

საზოგადოება
403
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭის წევრი, დავით კირკიტაძე ნიკა მელიას მოსალოდნელ გათავისუფლებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ ისინი უკეთესი ქვეყნის მომავალისთვის დაიწყებენ ბრძოლას და ამ პროცესში ნიკა მელიას როლი გადამწყვეტი იქნება.

"ყველა ველოდებით, რომ ის სამარცხვინო ფურცელი, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაწერა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაიხურება და ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. სამწუხაროა, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ გაიგო იმის შესახებ, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი პოზიციურად ჩაერივნენ ამ საკითხის მოგვარებაში. ჩვენი ქვეყანა წლების წინ სხვანაირად პოზიცირებდა როგორც უცხოეთში, ასევე ქვეყნის შიგნით. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნიკას გამოსვლის შემდგომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენი ნამდვილი მიზნებისკენ ბრძოლას და სწრაფვას და ეს ნამდვილი მიზნები გახლავთ უკეთესი ქვეყანა, იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი ამ ხელისუფლების გამო. 

ნიკას როლი დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში არის უკიდურესად პოზიტიური და შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც კი", – აცხადებს კირკიტაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელოს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები