
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესო 13 აპრილს, 11:00 საათამდე გადაიდო.
მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა.
მელიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დღეს ვეღარ გაგრძელდებოდა.
"ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ", – აცხადებს ადვოკატი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს