ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა.
პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
თაგები:





