
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა.
"წინასწარ არ არის ცნობილი ამავე სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვასთან მიმართებით. მას აქვს ამის ვალდებულება ორ თვეში ერთხელ, არაუგვიანეს 17 აპრილისა. ვინაიდან პირველი სხდომა არსებითია, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე მოვითხოვთ ნიკა მელიას მიეცეს უფლება დაესწროს აღნიშნულ სასამართლო სხდომას.
რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას, როგორც ვთქვი, მოსამართლეს აქვს ვალდებულება ორ თვეში ერთხელ საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს რამდენად არის საფუძველი განგრძობადობის აღნიშნულთან დაკავშირებით", – განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს