ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, არ აპირებენ, რომ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობა მიიღონ.
"მოგეხსენებათ, დღეს გვაქვს მოცემულობა შემდეგი: აღნიშნული საქმე უკვე ოფიციალურად არის მიჩნეული პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმედ, ანუ პოლიტიკურ მდგენელად და ამაზე თვითონ ხელისუფლება აწერს ხელს. ასევე ოფიციალურად დაინიცირებულია ამნისტიის პროექტი, რომელიც გამოხატავს, რომ უნდ შეწყდეს საქმე. ამიტომაც აქ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა, შესავალი სიტყვის თქმა და მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყება, თავის მოტყუება იქნება და არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მართლმსაჯულების იმიტაციაში. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ პროცესი გადაიდოს, ვინაიდან ნამდვილად არ აქვს აზრი არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს, არც სასამართლოსთვის და არც პროკურატურისთვის. ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ წინა სასამართლო პროცესებზე, ამიტომ ჩვენი შუამდგომლობა იქნება, აღნიშნული პროცესის განხილვა გადაიდოს, ვიდრე მომავალში არ მიიღებენ სათანადო დირექტივას სასამართლო, ეს იქნება თავისუფლების, თუ საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით", – აცხადებდა გიორგი კონდახაშვილი.
მომდევნო პროცესი 13 მაისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. განრიგი კი შემდეგი იქნება: 21 მაისი, 11:00 საათი; 25 მაისი 15 საათი; 27 მაისი, 12:00 საათი.
თაგები:
