ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 30 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.
პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურორების განცხადებით, ისინი დღევანდელ პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ. პროცესზე დასწრებას არ გეგმავდა არც თავად ნიკა მელია.
ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აპირებს, რის გამოც სასამართლო მას სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობით შეუცვლის.
თაგები:
ნიკა მელია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს