
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.
"ბოლო წუთამდე არ გვაცნობეს რომელი მოწმეების მოყვანას აპირებდნენ და დღეს სასამართლო პროცესზე სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევას. რაც იყო შესაბამისად შეთანხმების დარღვევა. არის მრავალსაათიანი ვიდეო მასალა. დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, რომ სათანადოდ, ჯეროვანი დაცვის განსახორციელებლად გაგვეარა წინასწარ ეს ვიდეომასალა და მოვმზადებულიყავით შესაბამისი განმარტებებისათვის, რაც ბუნებრივია, დღეს რომ ყოფილიყო პროცესი, ვერ განხორციელდებოდა", – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კი განმარტა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესის დაწყება ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებით გადაწყვიტეს, ამიტომაც არ შეატყობინეს დაცვის მხარეს მოწმის ვინაობა.
ნიკა მელიას მომავალი სასამართლო პროცესი 25 მაისს ჩაინიშნა
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს