ნიკა მოსიაშვილი – შეთრევის მომენტშიც გვცემეს, დარტყმის მომენტში რამდენჯერმე დავკარგე გონება


ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი ნიკა მოსიაშვილი აქციაზე დაკავების დეტალებს იხსენებს.
“ჩემს დაკავებამდე ვესაუბრებოდით სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს და ზოგადად პოლიციელებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ადამიანები ვიღაცები რომ ემოციურად ისვრიდნენ აქეთ-იქით ბოთლებს ან რაღაცებს და ყვიროდნენ, ჩვენ პირიქით მოვუწოდებდით ადამიანებს, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. იქ რაღაც მომენტში მერე მაგათი ხელმძღვანელი, გენერალი იყო თუ არ ვიცი ვინ იყო, გამოვიდა და გვითხრა, რომ საუბრის უფლება არ გვქონდა და უნდა გავჩუმებულიყავით. ერთ მომენტში მოხდა რაღაცა ესკალაცია. ჩემს წინ ვიღაცას დაარტყეს.
ბევრი რაღაც არ მახსოვს, იმიტომ რომ ამ დარტყმის მომენტში რამდენჯერმე გონება დავკარგე და ეს აღარ მახსოვს. ის მახსოვს, რომ მის წინ გადავედი, მერე შეგვათრიეს იქ. ამ შეთრევის მომენტში გვცემეს კარგად. რომ წამოგვაყენეს და ფეხზე როცა დავდექით, იქაც რამდენჯერმე დაგვარტყეს. ამის მერე მე გადამიყვანეს დიღმის სამმართველოში და იმათგან მსგავსი რამ არ ყოფილა”, – განაცხადა მოსიაშვილმა.
თაგები:
გირჩი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს