ნიკა ნარსია – ეს ბოცები ვერ გაიმარჯვებენ ქუთაისში და მთელ საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ ქუთაისის მერიასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია.
ნარსიას თქმით, ქუთაისის მოქმედი მერი, რომელიც სახელისუფლებო გუნდის მერობის კანდიდატია, სუსთან თანამშრომლობს და მისი კოდური სიტყვა “ბოცაა”. “ეს ბოცები ვერ გაიმარჯვებენ ქუთაისში და მთელ საქართველოში, როგორც ბოცა დაიმსხვრა, ასე დაისხვრევა “ქართული ოცნების” მმართველობა” – განაცხადა ნარსიამ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს