Logo

ნიკა ნარსია – მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორს თუ კიდევ არ მიუტანენ, საინფორმაციო გამოშვებებს გარედან მოვასმენინებთ

პოლიტიკა
534
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილს ტელევიზორს თუ კიდევ არ მიუტანენ, საინფორმაციო გამოშვებებს გარედან მოვასმენინებთ, – ამის შესახებ Front News-ს მოძრაობა “საქართველოსათვის” წევრმა  ნიკა ნარსიამ განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს ერთგვარი აქცია პერფორმანსი იქნება.  

 

“ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში ამყოფონ,  თუ კიდევ არ მიუტანენ ტელევიზორს, ვგეგმავთ, რომ გარედან მოვასმენინოთ საინფორმაციო გამოშვებები. ვაპირებთ ხმის გამაძლიერებლით ჩავრთოთ ტელევიზორი, ეს იქნება ერთგვარი აქცია-პერფორმანსი”, – განაცხადა ნარსიამ. 

 

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მეშვიდე დღეა, შიმშილობს. მას აქვს შეზღუდული ზარის განხორციელების უფლება, მასთან ვერ შედიან დეპუტატები და მხოლოდ ადვოკატები ახერხებენ შესვლას.

Advertisement