ნიკა ნარსია – უსმენენ ყველას და ამ დაცვის ბიჭებსაც, რომლებმაც ეს ფურცლები დამიხიეს


ავტორი
Front News საქართველო
“ნუ გვისმენთ”, – ამ შინაარსის სტიკერების გაკვრას ქუთაისის მერიის შენობაზე “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ნარსია შეეცადა. ამის საშუალება მას მერიის დაცვის სამსახურმა არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა.
როგორც ნარსია აცხადებს, ის ამ ფორმით ფარულ მიყურადებას აპროტესტებს.
“სუსის თანამშრომლებს ნიშნავენ ქალაქების მერებად, რომლებიც ასე ჭამენ და კორუფციაში აფლობენ მთელ ქალაქს და ქვეყანას. გვისმენენ ყველას, უსმენენ პატრიარქსაც და ამ დაცვის ბიჭებსაც, რომლებმაც ეს ფურცლები დამიხიეს. ფაილებია ათასობით, რომელთა არ გავრცელება ახლა ჟურნალისტების კეთილ ნებაზე დამოკიდებული”,- განაცხადა ნარსიამ.
ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი ადმინისტრაციულ შენობაში შესვლას შეეცადა. მისივე თქმით, მას საკრებულოს თავმჯდომარესთან მისი მოადგილის ბიზნესსაქმიანობაზე სურს საუბარი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს