ნიკა ობოლაძე – 5 ხმის შოვნა მთელ ევროპაში შეეძლოთ, მაგრამ ვერ ან არ იშოვეს, ეს შეიძლება, ასე დაგეგმეს


ავტორი
Front News საქართველო
110-კაციან წარმომადგენლობაში თუ მათ 5 ხმა ვერ მოიპოვეს მთელ ევროპაში, რა თქმა უნდა, რომ ჩავარდნის პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ევრონესტზე “ქართული ოცნების” ინიციატივის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი თავად “ოცნების” გათვლა ყოფილიყო.
“როდესაც “ოცნება” რაღაცაზე ლაპარაკობს ეს ყველაფერი არ ეხება საქართველოს, არ ეხება საქართველოს ინტერესებს. რეალობა ისაა, რომ 110-დელეგატიან ორგანოში მათ სჭირდებოდათ 10 ხმა, საიდანაც 5 თავად “ოცნებიდან” იყვნენ და 5 ხმის შოვნა მთელ ევროპაში შეეძლოთ, მაგრამ ვერ ან არ იშოვეს, ეს შეიძლება, მათ ასე დაგეგმეს. ოპოზიციასთან კოორდინაციაში არ იყვნენ, არაფერი არ უთხრეს.
ხელისუფლებას არ ჰქონდა კომუნიკაცია და ამავდროულად, 110-კაციან წარმომადგენლობაში თუ მათ 5 ხმა ვერ მოიპოვეს მთელ ევროპაში, რა თქმა უნდა, რომ ჩავარდნის პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ხელისუფლებას”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
თაგები:
ნიკა ობოლაძე

“ამერიკა ნატოს წევრია, მაგრამ V მუხლი ჰავაის არ იცავს, ეს საქართველოსთვისაც შეიძლება გაკეთდეს”

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია

“პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რისი შეცვლაც არ შეიძლება”