ნიკა ობოლაძე – ჩვენი გეგმები და ხედვები არის ის, რომ ვიმუშაოთ, ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ყველაზე მეტი ამ ბრძოლაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გეგმები და ხედვები არის ის, რომ ვიმუშაოთ, ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ყველაზე მეტი ამ ბრძოლაში, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ხალხს მასობრივად და არა ერთეულებს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რომელიმე პარტიას სურს ქვეყნისთვის კეთილდღეობა, მათი ხმა არ უნდა დაიკარგოს.
“ჩვენი გეგმები და ხედვები არის ის, რომ ვიმუშაოთ, ვიბრძოლოთ და გავაკეთოთ ყველაზე მეტი ამ ბრძოლაში, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ხალხს მასობრივად და არა ერთეულებს.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას, ვისაც სურს ცვლილებები, ვისაც სურს საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება, ვისურვებდით, რომ დაჯგუფდნენ ისე, რომ არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ხმა არ დაიკარგოს. ეს არის მათი საქმე, ეს არის მათი პრეროგატივა”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
თაგები:
ნიკა ობოლაძე

ირაკლი ღარიბაშვილი – საკადრო ცვლილებების მიზეზი და მიზანი არის ის, რომ კიდევ უფო მეტი შედეგი მინდა, უფრო მეტი ეფექტურობა, მეტი საქმე და ის ტემპი, რომელიც მე მაქვს, იყოს შესაბამისობაში

გია ვოლსკი – ვფიქრობ, რომ ის 60 თუ უფრო მეტი პროცენტი არის მართალი, თუმცა ის დანარჩენებიც არიან ჩვენი მოქალაქეები და მათაც პატივი უნდა ვცეთ

ბიძინა ივანიშვილი – ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი