ნიკა ობოლაძე – დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკური სასაფლაოს მსგავს ვითარებაში, სადაც არაფერს აზრი არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკური სასაფლაოს მსგავს ვითარებაში, სადაც არაფერს აზრი არ აქვს, უბრალოდ, ქაოტურად ვაკომენტარებთ მიმდინარე ამბებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა ნიკა ობოლაძემ პოლიტიკური პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ თუ პრობლემას თვალი არ გაუსწორა, 2024 წლის არჩევნებსაც “ქართული ოცნება” მოიგებს.
“რეალობა რომ არ შევალამაზოთ, ვართ ძალიან მძიმე დღეში. ამას სჭირდება პრობლემისთვის თვალის გასწორება და გაანალიზება. საჭიროა პოლიტიკური პროცესი დაიძრას, რომელიც გაზრდის ნდობას და ოპოზიციისადმი მხარდაჭერას. დღეს ჩვენ ორივე გვაკლია.
პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს პარლამენტში, ვინმე იტყვის, რომ პარლამენტში პოლიტიკური ცხოვრება დუღს და ის არის მთავარი ადგილი? – ვერა. ქუჩაში მიდის ეს პროცესი? – არ მიდის. პარტიებში არ მიდის, “ნაციონალურ მოძრაობაში” გაჯანსაღებისკენ რაიმე პროცესი რომ არ მიდიოდა, ამიტომ დავტოვე პარტია.
დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკური სასაფლაოს მსგავს ვითარებაში, სადაც არაფერს აზრი არ აქვს, უბრალოდ, ქაოტურად ვაკომენტარებთ მიმდინარე ამბებს, არანაირი ხედვა არ გვაქვს, შესაბამისად, ვართ მოლოდინის რეჟიმში, რას იზამს “ოცნება”. თუ ამ მოლოდინის რეჟიმში დავრჩებით და არ ვეცდებით, დიდი პოლიტიკური პროცესის დაწყებას, რაც მოგვიტანს ნდობასაც და მხარდაჭერასაც გაგვიზრდის, მოვა 2024 წელი და საარჩევნო ბარიერი იქნება 5 პროცენტი, შეიძლება ერთ-ერთზე დარჩეს რაღაც 2 არჩევანი, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”, “ქართულმა ოცნებამ” თავისი ჩვეული ხერხებით მოიგოს არჩევნები და მერე ვთქვათ, უი, რა ვქნათ ქვეყანა წავაგეთ“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
თაგები:
ნიკა ობოლაძე

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ არ ვართ მონები, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ

ნიკა მელია – ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ, სადაც ბევრჯერ ყოფილა საქართველო, მაგრამ ბევრ თაობას არ ჰქონია არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს