Logo

ნიკა ობოლაძე – კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ამ სპეკულაციებს და ქვეყანას არ შეუქმნის საფრთხეს

პოლიტიკა
28.03.2022 / 18:31
Frontnews image description

კარგი იქნება,  თუ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ამ სპეკულაციებს და ქვეყანას არ შეუქმნის საფრთხეს, –  ამის შესახებ Fron News-ს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს  პოლიტიკა უნდა იყოს მშვიდობიანი და ამავე დროს სოლიდარული უკრაინის მიმართ. 

 

“კარგი იქნება თუ „ქართული ოცნება“ დაასრულებს ამ სპეკულაციებს და ქვეყანას არ შეუქმნის საფრთხეს თავისი  უპასუხისმგებლო შიდაპოლიტიკური სპეკულაციური რიტორიკის გამო. 

 

საქართველოს პოლიტიკა აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი და მყარი  პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. საბოლოო ჯამში, ამ ცივილიზაციურ ომში გაიმარჯვებს გმირი უკრაინელი ხალხი, გაიმარჯვებს დასავლეთი და შესაბამისად, საქართველო თუ აღმოჩნდება სწორ მხარეს, გაიმარჯვებს საქართველოც“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ. 

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობა“  საქართველოში ფრონტის ხაზის გადმოტანის სურვილში კიდევ ერთხელ  დაადანაშაულა.

Advertisement