ნიკა ობოლაძე – საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, რაც მეტი ადამიანი და პარტია დააორგანიზებს პროტესტის გამოხატვას, მით უკეთესი


ავტორი
Front News საქართველო
საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, მაგალითად, “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” ისე აორგანიზებს აქციებს, არავის უთანხმებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ Front News-ს “ევროპული საქართველოს” და “ტრიბუნას” წევრების კომენტირებისას განუცხადა, რომელთა განცხადებით, კოალიციაში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო მოძძაობის საორგანიზაციო საკითხებში არ ჩართეს.
ობოლაძის თქმით, მიესალმება რაც მეტი აქცია დაიგეგმება ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.
“საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, მაგალითად “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” ისე აორგანიზებს აქციებს, რომ არავის უთანხმებს, არ იყენებს სხვა პარტიების რესურსებს, ასეა სამოქალაქო მოძრაობები, მაგალითად, მოძრაობა “სირცხვილია’ და ასე შემდეგ.
აღმოჩნდა ისე, რომ რიგმა პარტიებმა დააორგანიზეს გარკვეული ტიპის საპროტესტო აქციები, რაც არის ძალიან კარგი, მაგრამ არავის წაურთმევია ვინმესთვის პროტესტის გამოხატვის უფლება.
ზოგადად, რაც მეტი აქცია იქნება და რაც მეტი ადამიანი და პარტია დააორგანიზებს პროტესტის გამოხატვას, მით უკეთესი. ის, რაც დაანონსა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ” “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” და “დროამ”, ეს არის ჩვენი ორგანიზებული აქცია. მაგრამ მივესალმებით ყველა პროტესტს, რომელიც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისაა მიმართული, მათ შორის “ევროპულ საქართველოს, მაგრამ თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვლება, რასაც ცდილობს დღეს საქართველოს ხელისუფლება, ეს შანსი დიდი ხნით მოკვდება. ამიტომ, ყველას წარმატებას ვუსურვებ ამ ბრძოლაში, რომლის შედეგი უნდა იყოს საბოლო ჯამში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
თაგები:
ნიკა ობოლაძე

ნიკა მელია – ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის

აკაკი მინაშვილი – რაც უფრო ხისტია ხელისუფლების პოზიცია, კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება საპროტესტო ტალღაში

ირაკლი კობახიძე – რაც მეტი 2%-იანი, 3%-იანი პარტია იქნება ოპოზიციაში, მით უკეთესი, ეს ჩვენ დაგვეხმარება საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში