ნიკა ფარულავა - ამას რეჟიმი აკეთებს იმისთვის, რომ დანერგოს შიში, რომელიც საბოლოოდ ჭამს თავისუფლებას

ავტორი
Front News საქართველო
ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლის წესით - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა მილიციელმა და არა პოლიციელმა ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელს გელა ხასაიას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გელა ხასაია "შეკერილი" ბრალდებითაა დაკავებული.
"ხომ შეგპირდი, რომ დაგაკავებდი სისხლის სამართლის წესით - ეს არის სიტყვები, რომელიც უთხრა მილიციელმა და არა პოლიციელმა ჩვენს უკანონოდ გატაცებულ და ამ დრომდე პატიმრობაში მყოფ თანაგუნდელს გელა ხასაიას. ეს სიტყვები, გელას წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ის, რომ გელას მიმართ აქტიურ დისკრედიტაცია ხორციელდებოდა, ის, რომ გელა აქტიურად აჟღერებს პატიმრების სათქმელს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გელა არის პოლიტიკური პატიმარი. აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამას რეჟიმი აკეთებს იმისთვის, რომ დანერგოს შიში, რომელიც საბოლოოდ ჭამს თავისუფლებას. ეს თავისუფლება გელამ ყველაზე კარგად იცის, მას არ ეშინია, გადმოსულიყო დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან და იქ მყოფი ადამიანების პრობლემები მოეგვარებინა აქედან, ამ ადამიანს ვერ შეაშინებენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც გელამ მისცა პირობა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ის მათი თავისუფლებისთვის იბრძოლებდა, ჩვენც ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავიდეთ ბოლომდე. ის, რომ დანაშაულიც ვერ შეკერეს, მათ ქაოტურ მდგომარეობაზე მიუთითებს და ეს უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
შსს-ს ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია წუხელ ღამით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მათ მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და შემდეგ მიმალვა ედებათ ბრალად. დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნიკა ფარულავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


