ნიკა ფარულავა – მოვხვდით მოზამბიკთან ერთად და ყველაფერში გვაქვს სამქულიანი ვარდნა

ავტორი
Front News საქართველო
მოვხვდით მოზამბიკთან ერთად და ყველაფერში გვაქვს სამქულიანი ვარდნა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, Freedom house-ის ანგარიშში აისახა ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა.
“Freedom house-ის ანგარიშში პირდაპირ წერია ყველაზე სამარცხვინო რამ, რომ 2024 წელს მშვიდობიანი პროტესტების დროს არჩევნებთან დაკავშირებით 11 ქვეყანაში შეინიშნებოდა ძალადობა ხელისუფლებების მხრიდან და ამ 11 ქვეყანაში საქართველო მოხვდა მოზამბიკთან ერთად.
ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფო, საბოლოო ჯამში, მოვხვდით მოზამბიკთან ერთად და ყველაფერში გვაქვს სამ ქულიანი ვარდნა. ეს არის ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა და რაც ამ დასკვნაში აისახა”, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.
Freedom house-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსი 3 ქულით გაუარესდა.
თაგები:
ნიკა ფარულავა




