Logo

ნიკა სიმონიშვილი - "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს ერთ ჩარჩოში მოქცეული

პოლიტიკა
172
Frontnews image description

ორი არჩევანია - ან მართლა უნდა მოექცე მის ჩარჩოებში და ბრძოლის და განსხვავებული მოსაზრების ადგილი აღარ გრჩება, ან ეწინააღმდეგები რეჟიმს და აჩვენებ, რომ არ მოექცევი ამ ჩარჩოებში, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებას" არ სურს განსხვავებული აზრის არსებობა.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია შეცვალეს დანაშაულის პრეზუმფციით და შენ უნდა ამტკიცო, რომ დამნაშავე არ ხარ, რომ ვიღაცის ინტერესს არ ატარებ. ყველანაირი სამართლებრივი პრინციპი შეცვალეს, მაგრამ ეს არის ბრძოლა. "ქართული ოცნება" პირდაპირ ამბობს, რომ შენი განსხვავებული აზრი არ მინდა რომ არსებობდეს, ან ჩემს ჩარჩოებში მოექცევი, ან არადა ვეღარ იარსებებ. 

სადღაც მინდორში შეიკრიბნენ ადამიანები და ესეც არ მოეწონა "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ იქ განსხვავებული აზრი გამოთქვა ბევრმა მოქალაქემ. "ქართულ ოცნებას" განსხვავებული აზრი აღარ უნდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს, უნდა, რომ ნებისმიერი ადამიანი იყოს ერთ ჩარჩოში მოქცეული. 

ივანიშვილს ნორმალურ ქვეყნებთან ურთიერთობაც რომ არ შეუძლია, ესეც დავინახეთ. ორი არჩევანია - ან მართლა უნდა მოექცე მის ჩარჩოებში და ბრძოლის და განსხვავებული მოსაზრების ადგილი აღარ გრჩება, ან ეწინააღმდეგები რეჟიმს და აჩვენებ, რომ არ მოექცევი ამ ჩარჩოებში", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები