ნიკა სიმონიშვილი - "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები თავის დროზევე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელებიც ეკონტროლებინათ


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკისთვის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა, დევნა მოჰყვეს, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რა თქმა უნდა, თავის დროზევე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელებიც ეკონტროლებინათ.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რა თქმა უნდა, თავის დროზევე გულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელებიც ეკონტროლებინათ, უბრალოდ, ამაზე თავდაპირველად არ მახვილდებოდა ყურადღება, თუმცა ეს ცვლილებები თავიდანვე შეიცავდა ამ შინაარსს და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამისთვის გამოიყენებდნენ, საბოლოო ჯამში.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების კრიტიკისთვის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა, ასეთი დევნა მოჰყვეს", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
თაგები:
ნიკა სიმონიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა