ნიკა სიმონიშვილი – “ქართულმა ოცნებამ” სამოქალაქო სექტორს, მედიასაშუალებებს, მედიას ცენზურის კანონით და დაფინანსების აკრძალვით დაარტყა

ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე ფრონტი გაშალა – სამოქალაქო სექტორს, მედიასაშუალებებს, მედიას ცენზურის კანონით და დაფინანსების აკრძალვით დაარტყა, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სადაც ხელისუფლების კონტროლირებული კომისიაა, იქ კანონის კეთილსინდისიერ აღსრულებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება.
“მივდივართ იქამდე, რომ არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო ცვლილება იმის გარეშე, რომ ძლიერი ინსტიტუციები უნდა გვქონდეს. სადაც ხელისუფლების კონტროლირებული კომისიაა, სადაც ხელისუფლების კონტროლირებული სასამართლოა, იქ უბრალოდ ვერ ვისაუბრებთ, რომ კანონები კეთილსინდისიერად აღსრულდება. თუნდაც კარგად და ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანების მიერ იყოს დაწერილი, თუ ინსტიტუციები არის არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში, ის კანონიც ხდება არაკეთილსინდისიერი. ამას ისტორია გვაჩვენებს. მთავარი არის აქ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე ფრონტი გაშალა – სამოქალაქო სექტორს დაარტყა, მედიასაშუალებებს, მედიას ცენზურის კანონით და დაფინანსების აკრძალვით დაარტყა”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
თაგები:
ნიკა სიმონიშვილი




