“ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკანორ მელიას დაკავებისას შენობაში ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი, ვინც იქ დაგვხვდა, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ დაგვევალა განჩინებით ბატონი ნიკანორ მელიას დაკავება და აქედან გამომდინარე ჩავატარეთ პოლიციური ღონისძიება. რაც მთავარია, შიგნით პროპორციული ძალა გამოვიყენეთ თუ არა – თუ ითვლიან ესენი, ბაზებზე რამდენი ადამიანი იყო, რა არეულობა მოყვებოდა, რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არავინ არაფერი ვიცოდით. დაზღვევის კუთხით შიგნით შესული იყო დაახლოებით ორასი ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი, იქ იყვნენ, როგორც მაშველები შესული, ასევე, გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. რა თქმა უნდა, კრიმინალური პოლიციაც, რომლებიც გარეთ იყვნენ. ისინი შიგნით არ შესულან. ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება, რომ თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და ახლა მაგას თუ მოვითვლით, ყველაფერს ერთად, შეიძლება, ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული, პირიქით ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი იყო, ვინც დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის და რა ვიცი, თვითონაც ჰქონდათ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული“, – განაცხადა შს მინისტრმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს