“ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
"2021 წლის 27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ ნიკანორ მელიაზე საუბრისას ითქვა, რომ მას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი.
ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სატელეფონო ზარი განეხორციელებინა", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს