“ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, მე გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკასთან დაკავშირებით ნამდვილად ვარ სუბიექტური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეა ბევრი ადამიანი. თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
ამასთან, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დღეს, ოპოზიციონერების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა საპროტესტო აქციები იყო.
„არ გავატანთ, მე პირადად ერთი ადამიანი ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია, ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, მე გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება „გირჩის“ მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების შეკრების დატოვების საკითხს, დეკანოიძე აცხადებს, რომ მათზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„გირჩთან“ დაკავშირებით არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ისინი აცდენილი არიან რეალობას. ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული პოზიციები. მისი გუშინდელი განცხადების შემდეგ, რომელიც ჩემთვის, როგორც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, არამედ, როგორც ნიკა მელიას მეგობრისთვის, იყო სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს