ნიკეას ბაზრობის მოვაჭრეებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს

ავტორი
Front News საქართველო
ნიკეას ბაზრობის მოვაჭრეებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს. მათ კერძო მფლობელების მხრიდან, დახლების გადასახადის გაძვირება გააპროტესტეს.
მოვაჭრეებმა ადმინისტრაციულ შენობასთან პროტესტის ნიშნად ბოსტნეული მიიტანეს და ადგილზე ვაჭრობა დაიწყეს.
მოვაჭრეები ქუთაისის მერიას ბაზრის ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას სთხოვენ, რათა გადასახადი გაიაფდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებასა და ოჯახების რჩენას ვერ შეძლებენ.
თაგები:





