ნიკოლა სარკოზის სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სასამართლომ თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია. სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.
სასამართლომ იგივე სასჯელი გამოიტანა სარკოზის ადვოკატისთვის, ტიერი ჰერცოგისთვის და ასევე მოსამართლე ჟიზბელ აზიბერისთვის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.
ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სარკოზის მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს