
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დემონიზებას კიდევ ერთხელ ცდილობს.
მისივე თქმით, უკრაინა არ ჩარეულა საქართველოს საშინაო საქმეებში და არც გეგმავს.
“ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლების განცხადებებს უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ საქართველოში ამბოხის მომზადებაში. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას, რათა მოაგვაროს შიდაპოლიტიკური საკითხები, უკრაინის სახელმწიფო არ ერეოდა, არ ერევა და არ გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“, – აცხადებს ნიკოლენკო.
თაგები:
ოლეგ ნიკოლენკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს