
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები, ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ აღარ გვიკვირს მათი ეს ქმედება – ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა “იმედის კვირის’’ ეთერში განაცხადა.
როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათთვის კარგად ცნობილია პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების ანატომია.
“რაც მეტი ფინანსური შემოსავალი ექნება ფონდს, მით მეტ საქველმოქმედო პროექტს დაინახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რაც შეეხება, იმ ხალხს, რომლების ასე ჩასაფრებით არიან ყველა ჩვენი პროექტის მიმართებაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ მათი სქემა და ეს ანატომია, ამ შეთხზული ისტორიების, ჩვენთვის კარგად ცნობილია. ყოველ ჯერზე მოქმედებენ ერთი გეგმით. ეს ანატომია, აი ამ მოვლენის რასაც ქვია ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიების მუდმივი თავდასხმები, ჩვენი ფონდის წინააღმდეგ, ჩვენთვის კარგად გასაგებია და ჩვენ პრინციპში აღარ გვიკვირს ეს მათი ქმედება”, – განაცხადა ჩხეტიანმა.
თაგები:
ქართუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს