ნიკოლოზ გინტური – ახლაც ხომ იციან ვინ არიან ჩემი ძმის მკვლელები, არც მაგათ დასჯიან

ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმის ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ მკვლელების დასჯა მოხდება.
“სანდო წყაროსგან მოვიდა ამბავი, რომ მკვლელი არის ეს ორი ადამიანი, არიან სამხედრო დამნაშავეები, მოვითხოვ დასჯას. როგორც საქართველოს მოქალაქეებს გადასცემენ გინდა რუსეთს, გინდა სხვა სახელმწიფოს, უნდა გადმოსცენ საქართველოს ეს ორი პიროვნება და გაასამართლონ. არავინ არც ხელისუფლებიდან დამკავშირებია, არავინ საგამოძიებოდან არ ყოფილა.
მკვლელების დასჯის იმედი არ მაქვს, რამდენი, რამდენი გმირი მოკლეს, რამდენი გმირი დახვრიტეს, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გარეთ არიან მათი მკვლელები, იციან ვინც არიან, ახლაც ხომ იციან ვინ არიან ჩემი ძმის მკვლელები, არც მაგათ დასჯიან”, – აცხადებს ნიკოლოზ გინტური.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ოჯახის ინფორმაციით, თამაზ გინტურის ვასილ დემიდოვმა და კოლია ისჩენკომ მოკლეს.
თაგები:
თამაზ გინტური




