ნიკოლოზ გინტური – მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას, გადმოსცენ საქართველოს, თუ არადა, მერე სტრასბურგში გავასამართლებთ

ავტორი
Front News საქართველო
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
მოკლულის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეებს დააკავებს.
მისივე თქმით, თამაზ გინტურის მანქანას ოკუპანტების მიერ ნასროლი, სულ მცირე, 35 ტყვია აქვს მოხვედრილი.
“დავათვალიერე ჩემი ძმის მანქანა, ვნახე. იძახდნენ, რომ 3-4 ტყვია აქვს ნასროლიო, მაგრამ 35 ტყვიაზე მეტი აქვს ნასროლი, რაც მე დავთვალე. მე როგორც ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს და არც გააკეთებს. ველოდები ცოტა ხანი ექსპერტიზის დასკვნას, მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას, გადმოსცენ საქართველოს, გაასამართლოს საქართველომ, თუ არადა, მერე სტრასბურგში გავასამართლებთ და გავგზავნით საბუთებს”, – აცხადებს თამაზ გინტურის ძმა.
თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში 6 ნოემბერს მოკლეს.
თაგები:
თამაზ გინტური




