Logo

ნიკოლოზ გოგუაძე - როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს, ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

პოლიტიკა
381
Frontnews image description

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ გოგუაძეს უსმენენ.

მისი თქმით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.

"ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა - კონკრეტულად ვინ ურტყამდა, ყურადღება მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ერთადერთი [მეგის] ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა ამ ცემის შედეგად", - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები