Logo

ნიკოლოზ გუგეშაშვილი – მე ვცემე მიშა მშვილდაძე, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს, გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს, ამიტომაც მოხვდა

სამართალი
1068
Frontnews image description

ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს მიშა მშვილდაძეს მან სცემა. 

 

“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ”, – წერს ის.

 

მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ. მისი თქმით, ზურგიდან დაარტყეს, რის შემდეგაც კიბეზე დაეცა და ვეღარ დაინახა ერთი პირი ურტყამდა თუ რამდენიმე. 

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

Advertisement