Logo

ნიკოლოზ მეტრეველი “ჯიპიაი ჰოლდინგს” – თქვენ ვინ უნდა დააზღვიოთ და ვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სვავებივით სისხლი გწყურიათ!

პოლიტიკა
1544
Frontnews image description

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი “ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ აქციაზე მიმავალი ქალბატონის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, “ჯიპიაი ჰოლდინგს” სვავებივით სისხლი სწყურიათ.

“კეთილი ინებოს “ჯიპიაი ჰოლდინგმა” და ბოდიში მოიხადოს!

თქვენ ვინ უნდა დააზღვიოთ და ვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ, სვავებივით სისხლი გწყურიათ!” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ინფორმაციისთვის, “ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებული იყო, რომ  ქალბატონი აქციაზე მყოფი შვილის დასახმარებლად მიდიოდა, მოგვიანებით კომპანიამ ინფორმაცია ოჯახის თხოვნით ჩაასწორა. გარდაცვლილი ქალბატონის შვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, “დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები