
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო “პარაგრაფ თბილისის” გახსნას სოციალურ ქსელში.
“საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა.
აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუგებარია თუ რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი საქართველოსთვის გაკეთებული კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!
ის ხალხი მაინც ნუ ქილიკობთ, ვინც ველური კაპიტალისტი, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში ანგარებით გაკეთებულ საქმეებს ყოველდღე ხოტბას ასხამთ.
გავიმეორებ: უსინდისო პარტიები და მათი დაქირავებული ჟურნალისტები 2024 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს მიიღებთ!” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს