ნიკოლოზ მჭედლიშვილი – ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს…

ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმიანება და წერს, რომ როდესაც მასშტაბური აქციისთვის ემზადები და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ ოპოზიციაში.
“აქციების დატოლება როდის უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში? ორი კვირა ამზადებ აქციას და მხოლოდ 15 ათასი გამოგყავს, არადა ელოდი 100 ათასს… ჰოდა იქნებ გამოიტანონ დასკვნები ოპოზიციაში? ერთი ორი პარტია მგონი აზრზე მოდის, ვგულისხმობ “ლელოს” და “ევსაქებს”, რომ ქუჩაში დგომით პოლიტიკური მიზნების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, საჭიროა ამომრჩეველთან მუშაობა და არა ლოზუნგების სროლა.
რატომ ვტრიალებთ 30 წელია ერთ წრეზე და ვერ მოვიშალეთ “ჯოს, ჯოს” ძახილი? შეიკრიბა დღევანდელი აქცია და მერე რა?
ისევ ახალი აქციისათვის მზადება დაიწყება და ერთ წრეზე ტრიალი…’’ წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook – ზე.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


