
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.
როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში აღნიშნა, სააკაშვილს აქვს სისხლის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც შიმშილი საერთოდ არ შეიძლება, რადგან ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
ექიმის თქმით, სიმართლეს არ შეეაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თითქოს თაფლს დ წვენებს იღებს.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის მხოლოდ წყალს იღებს.
“მისი მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა, ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ეხლა უფრო ცუდადაა საქმე, უფრო მძიმედ დადის, ცოტა ლაპარაკი უჭირს და ა.შ. აწუხებს ეს ცუდად ყოფნა. ვთხოვე, რომ მესაუბრა მის დაავადებაზე და მომცა ამის უფლება. ახლა სიტუაცია არის რთული. უარი თქვა ერთ კოვზს თაფლზეც, ვთხოვე დღესაც, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე. ასე თუ გაგრძელდა, არჩევნებამდე მესამე პრეზიდენტი ცოცხალი არ გვეყოლება, ასე ვეღარ გაძლებს”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისივე თქმით, ხვალაც აპირებს მისვლას და მიხეილ სააკაშვილი ალბათ, უკვე საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტმა უკვე 15 კილოგრამამდე დაიკლო.
ამასთან, ექიმი აცხადებს, რომ შიმშილობის ფონზე მისი დაავადებიდან გამომდინარე, სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, ისე დამძიმდეს, რომ მკურნალობას აღარ დაექვემდებაროს.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-10 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს