Logo

ნიკოლოზ ყიფშიძე – დღეს პირველი დღეა, როცა პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან

Frontnews image description

დღეს პირველი დღეა, როცა პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

 

“ძალიან სუსტად არის, დღე არის პირველი დღე, როცა ძალიან, ძალიან სუსტად არის და პრაქტიკულად არ ამდგარა ლოგინიდან. ახლა მასთან დარჩა ციხის მთავარი ექიმი”,- აღნიშნა ყიფშიძემ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღეს საუბარიც უჭირს.

 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს საკანში შეხვდა, რადგან ის გადაადგილებას ვეღარ ახერხებს.

 

მიხეილ სააკაშვილი 44 დღეა, შიმშილობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები