ნიკოლოზ ყიფშიძე – ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს საავადმყოფოში

ავტორი
Front News საქართველო
ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს საავადმყოფოში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ყიფშიძის განმარტებით, ჰოსპიტალიზაციამდე ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მხრიდან გასავლელია დეტალები, რის შემდეგაც გაირკვევა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს.
“მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი როდის იქნება ეს. გასავლელია პატარა საკითხები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. გავარკვევთ ყველაფერს ხვალ-ზეგ.
ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 20 დღეა, შიმშილობს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


