
ავტორი
Front News საქართველო
მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.
ის კონსილიუმის წევრებს მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება.
“ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ყველა წამლის მიღებაზე, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი ყოველ საათში უარესდება. ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც“, – განაცხადა ყიფშიძემ.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვების შემთხვევაში, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა: “ სიკვდილი“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს