ნიკოლოზ ყიფშიძე – მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატება

ავტორი
Front News საქართველო
განაგრძობს მკურნალობას, აღენიშნება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, წნევა თამაშობს, არტერიული წნევა, რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა, ახლა ჩემს აქ ყოფნის დროს წნევა ცოტა დაეცა და ამას კორეგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგისა და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
“რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე გიორგაძე და რეფიდინგის პირველი დღე ასე ვთქვათ, ნორმალურად ჩატარდა. ჩვენ ძალიან ვღელავთ ნევროლოგიის შესახებ, რაზეც გუშინ მოგახსენეთ. ასე რომ ნევროლოგები ალბათ, ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან პაციენტთან ერთად მის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციას.
ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტ-ტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა, რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ესაა ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, რომ მოვიდეს და გაიარონ ეს სიტუაცია.
მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ მკურნალობა მისი”, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალის სტაფს მადლობას უხდის.





